პეესპეში გერმანული ხარისხის დღეები დაიწყო. აქცია 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მომხმარებელს საშუალება ექნება გერმანიაში წარმოებულ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებზე ფასდაკლებები და სპეციალური საჩუქრები მიიღოს.
ფასდაკლება შეეხება გერმანული სებამედის, ზოლინგერისა და ნოლკენის პროდუქტებს. აქციის ფარგლებში მომხმარებელს აღნიშნული ბრენდების ყველა პროდუქტს 20%-იანი ფასდაკლებით შესთავაზებენ.
სებამედის საბავშვო სერიის რამდენიმე პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად საბავშვო პირსახოცსა და საბავშვო ლოსიონს მიიღებს, ზრდასრულთათვის განკუთვნილი პროდუქტების შეძენის შემთხვევაში კი - ხელის კრემსა და სახის დასაბან გელს.
აქციის ფარგლებში ზოლინგერის პროდუქტების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ფრჩხილების ქლიბი ან ნოუთბუქის ჩანთა გადაეცემა.