ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიტვის ჯანდაცვის მინისტრს რიმანტე შალაშევიჩიუტეს შეხვდა.
კოლეგებმა ქვყენებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ლიტვისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებს შორის არსებული მემორანდუმის პირობების თანახმად, მხარეები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ლიტვის ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს დელეგაცია ლიტვაში მიიწვია.
კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.