ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძილის წინ ვიტამინის მიღებით ადამიანი უზრუნველყოფს სიზმარს” HD ფორმატში".
მეცნიერებმა სცადეს შეეფასებინათ ვიტამინ B6-ის გავლენა გააზრებულ სიზმარზე, კერძოდ -მის სიმკვეთრეზე.
კერძოდ, კვლევებში მონაწილეობდა 12 კაციანი ჯგუფი: მათგან 6 ადამიანი ძილის წინ იღებდა B6-ს,ხოლო დანარჩენები ცარიელ კაფსულას. გამოღვიძებისთანავე მოხალისეები ყვებოდნენ საკუთარ შთაბეჭდილებას. ისინი, ვინც ძილის წინ ვიტამინს იღებდნენ, სხვებთან შედარებით სიზმრებს გაცილებით მკვეთრად ხედავდნენ. უახლოეს მომავალში მეცნიერები გეგმავენ კვლავ გაიმეორონ ექსპერიმენტი.