პესიმიზმის გაჩენა დამოკიდებულია გენეტიკური ელემენტის გარკვეულ კომპლექსზე, - აცხადებენ მეცნიერები.
აღმოჩნდა, რომ ადამიანები გენეტიკური მუტაციით უფრო მგრძნობიარენი არიან მათ ცხოვრებაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებთან მიმართებაში.
დაკვირვების საფუძველზე , ავსტრიელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ერთი გენეტიკური შენაერთი, რომელიც პასუხისმგებელია ინდივიდუალურ მიდრეკილებაზე ცუდ ხასიათისა და აპათიის მიმართ.
საუბარია მემკვიდრეობით ნივთიერებაზე სახელწოდებით SERT. იგი ძლიერი და სუსტი სქესის წარმომადგენლების თავის ტვინს აწვდის სეროტონინს. მოცემული კომპონენტი არეგულირებს ფსიქიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის მონაკვეთზე.
აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანს აქვს, მოცემული სამი ტიპის გენიდან ერთი, როდესაც ორივე ასლი გრძელია, ორივე მოკლეა ან როდესაც ერთი გრძელია მეორე მოკლე.
ახალ ექსპერიმენტში ჩართული იყო 333 რესპოდენტი, რომელთაც გააჩნდათ დეპრესიისკენ მიდრეკილება. როგორც ცნობილი გახდა, მემკვიდრეობითი ნივთიერების ორი მოკლე ვერსიის სიჭარბე იწვევს პესიმიზმის განვითარებას.