ამერიკელმა სპეციალისტებმა მარტივი ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად შეძლეს გამოერკვიათ, თუ რატომ ვერ გრძნობს ადამიანი ფეხზე ზოგიერთ თითს.
მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიეს 19 ჯანმრთელი ქალი და მამაკაცი. მონაწილეებს მოეთხოვებოდა დაეხუჭათ თვალები, იმ დროს როდესაც მკვლევარები განსაკუთრებული სიფრთხილით ეხებოდნენ მათ ფეხის თითებს. მონაწილეებს უნდა დაესახელებინათ მათ რომელ თითს შეეხნენ.
მონაწილეები საუბრობდნენ ერთი თითის არქონის შეგრძნებაზე და შეკითხვაზეც მცდარად პასუხობდნენ.
თუ მეცნიერები ეხებოდნენ დიდ თითს ან ნეკა თითს, მონაწილეთა 90% სწორად პასუხობდა, ძნელი იყო შეხებისას განესაზღვრათ არათითი. მცდარი პასუხებს ხელის თითებზე შეხებისას ადგილი არ ჰქონდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხებზე თითები განლაგებულია ერთმანეთთან უფრო ახლოს და ცალცალკე ნაკლებად მოძრაობს. ამიტომ, შესაძლოა, ტვინს ეს თითები „დავიწყებული“ აქვს.