ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება იწვევს კობოს განვითარებას, - ამტკიცებენ მეცნიერები.
ალკოჰოლი ამცირებს გულის შეტევის რისკს, მაგრამ პროვოცირებს კიბოს განვითარებას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მეცნიერები, აკვირდენოდნენ 115 ათასი ადამიანს, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სხვადასხვა რაოდენობით მოიხმარდნენ ალკოჰოლს. კვლევების დროს განისაზღვრა ალკოჰოლის მოხმარების დონე.
დაბალ დოზად მიიჩნეოდა 7 ულუფა კვირაში, ზომიერი - 14 ულუფა ქალებისთვის და 21 მამაკაცებისთვის, გადაჭარბებული 14-ზე მეტი ქალებისთვის და 21-ზე მეტი მამაკაცებისთვის.
ცნობილია, რომ ალკოჰოლის ზომიერმა მიღებამ გამოსაკვლევთა 24%-ს გაუუმჯობესა გულის მუშაობა, მაგრამ ჭარბი მიღებამ კიბოს განვითარების პროვოცირება დაადგინა. კერძოდ ალკოჰოლის წარბად მიმღებ პირებს უვითარდებოდათ საყლაპავის, ღვიძლის, კუჭის, ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და თავის კიბო.
გარდა ამისა, ალკოჰოლის დიდი დოზით მომხმარებლებს შორის 29%-ით იზრდება ტრამვების რიცხვი, რომელთა უმრავლესობა საკმაოდ სერიოზულია.