ამერიკელი ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასაკი ყოველთვის არ არის ”მამაკაცური სისუსტის” მიზეზი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერექციის პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ასაკთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზის გამო. კერძოდ, ექსპერტები მთელი სამი წლის განმავლობაში სწავლობდანენ იმპოტენციის მიზეზებს მამაკაცებში 40 წლის ასაკიდან.
კვლევის თანახმად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერექციული დისფუნქციის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო პრეპარატების მიღებამ.
25% -ის შემთხვევაში იმპოტენციას განიცდიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად მკურნალობენ შაქრიან დიაბეტს, 15% -ის შემთხვევაში - ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ჰიპერტონიას, 39%-ს შეადგენს იმათი რაოდენობა, ვინც გულის სამკურნალო პრეპარატებს იღებს.
სამკურნალო პრეპარატებს შეუძლია იმდენად დათრგუნოს მამაკაცების სექსუალური ფუნქცია, რომ გამოიწვიოს სრული იმპოტენცია, რის გამოც ძლიერი სქესის წარმომადგენელთა თითქმის 71% -ს 70 წლის ასაკში საკუთარ ”სექსუალურ თავგადასავლებზე” მხოლოდ მოგონებები რჩებათ.