ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება სასარგებლოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
კალგარის (კანადა) უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაანალიზეს 84 ნაშრომი თემაზე - როგორ მოქმედებს ალკოჰოლი გულის მუშაობაზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები რომლებიც ზომიერად სვამენ (ერთი დოზა ალკოჰოლი დღეში) 14-25%-ით ნაკლებ განიცდიან გულის უკმარსობას, ვიდრე ისინი ვინც საერთოდ არ იღებს ალკოჰოლს..
კანადელი მეცნიერების სხვა გუნდმა 63 სამეცნიერო ნაშრომის ანალიზის საფუძველზე განაცხადა, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (დღეში ერთი დოზა ქალებისთვის და 2 მამაკაცებისთვის) საგრძნობლად ზრდის სისხლში სასარგებლო ჰოლესტერინის დონეს და იცავს გულის უკმარისობის განვითარებისგან.