ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში 28-29 სექტემბერს და 2 ოქტომბერს იტალიელი ექსპერტი, ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი ალფონსო რეკორდარე პაციენტებს თირკმლის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებათა დიაგნოსტიკაში უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებს.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან მიღება 10:00 სთ–დან და 14:00 სთ–მდე გაგრძელდება. პაციენტებს კონსულტაციებს იტალიელ ექპერტთან ერთად ადგილობრივი ექიმი სოფო ბერიძეც გაუწევს.
სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05 მის: ბაგრატიონის ქ. 125, ბათუმი.