თბილისში ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება. კომპანია „მედალფა“ 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს, – აერთიანებს, ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატება.
ავერსის პრესსამსახურის ინფორმაციით, „მედალფას“ ახალი მრავალპროფილური, ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და კომფორტული გარემო. კლინიკას 85–კაციანი სამედიცინო პერსონალი ჰყავს.
სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა. ცენტრში მიიღებთ როგორც სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე ჩაიტარებთ შემდეგი სახის კვლევებს, როგორიცაა: ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოსკოპია, ანოსკოპია, ინსემინაცია და კლინიკური ლაბორატორიული კვლევები.
გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, „ავერსის“ ხელმძღვანელები.
დღის განრიგი:
13:00 – გახსნა
13:30 – შენობის დათვალიერება
14:00 – „მედალფას“ დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის სიტყვა
14:05 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვა.
14:10 – „მედალფას“ გენერალური დირექტორის, ბატონი კახი მუხიგულაშვილის სიტყვა
14:15 – თავისუფალი პროგრამა. ჯგუფი „The Goblins“