ჯანსაღ კვებას - ორტორექსიას, შეუძლია გამოიწვიოს დამოკიდებულება და შესაძლოა ფატალური შედეგიც გამოიწვიოს, - ასკვნიან რუტგერსის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები.
ორტორექსიის მსხვერპლნი, როგორც წესი 30 წელს გადაცილებული ქალები არიან. რუტგერსის უნივერსიტეტის პროფესორის შარლოტა მარკის განცხადებით, ოტორექსიას დაქვემდებარებული ადამიანები, მიირთმევენ მხოლოდ ჯანსაღ საკვებს გრაფიკის შესაბამისად. ასეთი რეჟიმი, მძიმე შემთხვევებში იწვევს წონის მკვეთრ დაცემას, არასრულყოფილ კვებას და შედეგად -სიკვდილს.
როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, საკვები -სოციალური გამოცდილების ნაწილია, ამიტომ ოტორექსია არ იძლევა ურთიერთქმედებას სხვა ადამიანებთან. ჯანსაღ კვებაზე დამოკიდებულ ადამიანებს აქვს გადამეტებული თვითშეფასება, რომელიც უკავშირდება უნარს მუდმივად „იჯდეს“ დიეტაზე. თუ ხდება ჩავარდნა, მაშინ ადამიანს აწუხებს დანაშაულის ძლიერი გრძნობა. თუ მას შეუძლია დაიცვას რეჟიმი, იგი გრძნობს უპირატესობას სხვებთან მიმართებაში.