აშშ-ში მშობლებმა საჩივარი შეიტანეს სკოლის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მათი შვილი, სავარაუდოდ, იტანჯება სკოლის Wi-Fi-გან
მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვის თავის ტკივილი, ქავილი და კანზე გამონაყარი როუტერის გამოსხივების შედეგია. სიმპტომები თავს იჩენს მხოლოდ სკოლაში ყოფნის დროს და ბავშვს არ აწუხებს დასვენების დღეებში ასევე არდადეგებზე.
ავადმყოფობის დიაგნოზიუ ვერ დასვეს ექიმებმა, რის შედეგაც ბავშვის დედამ გადაწყვიტა თავად დაესვა დიაგნოზი. სარჩელში მშობელი ითხოვს, რომ სკოლამ შეცვალოს ინტერნეტ-კავშირი ქსელის მეშვეობით ან შეამციროს როუტერის სიგნალის სიმძლავრე.
ანალოგიური ალერგიული შემთხვევა ადრე დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც მარინ რიშარმა სასამართლოში დაიცვა თავის უფლებები და მიიღო ინვალიდობისთვის განკუთვნილი ყოველთვიური დახმარება 500 ევროს სახით. 39 წლის ფრანგი ქალბატონი ვერ იტანს ელექტროხელსაწყოებს რადიაციულ გამოსხივებას, რის გამოც ახლა იგი ინვალიდობის პენსიას იღებს.
ქალბატონი ამტკიცებს, რომ მობილური ტელეფონით სარგებლობა, Wi-Fi -ს როუტერით და სხვა სახის მოწყობილობები მისთვის წამებაა. მას უხშირდება გულისცემა, ადვილად იღლება, ეწყება გულისრევა და თვის ტკივილი.