სამკურნალო პროცედურა კრიოთერაპია - სიცივით მკურნალობა. მეთოდი შეიმუშავეს იაპონიაში. უკვე ოცი წელია მას ევროპაში იცნობენ, ხოლო ამერიკაში კრიოსალონი მხოლოდ ორი წლის წინ გამოჩნდა, და სიცივით მკურნალობა სულ უფრო პოპულარული ხდება.
პროცედურის დროს ადამიანის სხეული გაზის დახმარებით 3 წუთის განმავლობაში გრილდება. ტემპერატურა -130-დან -150 გრადუს ცელსუოსამდე მერყეობს.
სიცივის ასეთი ხანმოკლე ზემოქმედება არ იწვევს სხეულის კიდურების ან სხვა ნაწილების მოყინვას და სტერსს. თუმცა ის ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით და საკვები ნივთიერებით. მეცნიერები ამბობენ, რომ ხელს უწყობს ორგანიზმის უჯრედების განახლებას, გამოყავს მისგან ტოქსინები და სასარგებლოდ მოქმედებს შინაგან ორგანოებზე.
კრიოთერაპია საკუთარ თვზე გამოსცადეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორიცააა ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი, კრიშტიანუ რონალდო და კინოვარსკვლავმა დენიელ კრეიგმა.