ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა სადაც დენსიტომეტრიის აპარატი დამონტაჟდდა.
აღნიშნული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევა განსაკუთრებული სიზუსტით ასახავს ძვალ სახსროვანი სისტემის მდგომარეობას.
დენსიტომეტრიის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციულ ასაკს გადაცილებული ქალებისათვის, ხანგრძლივად ჰორმონოთერაპიაზე მყოფი პაციენტებისთვის და მათთვის ვისაც ოსტეოხონდროზისა და ოსტეოპორზის დიაგნოზი აქვს დასმული. კვლევის ჩატარების შემდეგ ზუსტად დგინდება ძვლების მინერალიზაციის ხარისხი რაც ხანდაზმულ ასაკშ სპონტანური მოტეხილობების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ აღნიშნული სამედიცინო სერვისის დანერგვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აჭარის რეგიონისთვის სადაც ჰაერის ტენიანობა მაღალია, რაც რევმატიული და ფილტვის ობსტრუქციული დაავადებების რისკს ზრდის.
ახალი სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით, 4 სექტემბერს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ძვალ სახსროვანი პათოლოგიების გამოსავლენას თბილისიდან მოწვეული ექიმები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ, ხოლო ჩაქვის რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებს უფასო დენსიტომეტრიული კვლევა ჩაუტარდებათ.