შარტავას ქ. #14-ში მცირე ზომის ამბულატორიული ცენტრი „ჩემი კლინიკა“ გაიხსნა. შარტავას ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა პირველადი ჯანდაცვის სერვისებით 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე ისარგებლონ.
პაციენტები შარტავას მცირე ზომის ამბულატორიულ ცენტრში კვირის განმავლობაში შეუფერხებლად შეძლებენ ოჯახის ექიმის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოლოგის, ალერგოლოგის მომსახურების მიღებას, ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას.
მცირე ზომის ამბულატორიული ცენტრი „ჩემი კლინიკა“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ გახსნა და წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ 4 მსგავსი მცირე ზომის კლინიკა გაიხსნება .
სახლთან ახლოს, ფეხით 10 წუთის სავალზე, „ჩემი კლინიკა“ თბილისის მოსახლეობას სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაუმარტივებს.