აშშ-ში მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ტატუ, რომელსაც აქვს უნარი თვალყური მიადევნოს ადამიანის ჯანმრთელობას.
ნახატები გამიზნულია არა მარტო როგორც სამშვენისი, არამედ აღიქვამს ინფორმაციას იმ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც მას ატარებს. ტატუ უჩვენებს მფლობელს არის თუ არა მის ორგანიზმში ესა თუ ის მავნე ნივთიერება.
ამ ეტაპზე ტატუს კვლევა ცხოველებზე მიმდინარეობს. კანქვეშ შეჰყავთ მიკროსენსორი, რომელიც შედგება უმცირესი პოლიმერული ნაწილაკებისგან. როდესაც სხეულს ნივთიერება აკლია, ნაწილაკები იწყებენ ციმციმს. რაც უფრო მცირეა ორგანიზმში ნივთიერება, ნახატი მით უფრო მკვეთრი ხდება.
მეცნიერების აზრით, გამოგონება სასარგებლო იქნება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შექმნილია ტატუ, რომელიც ორგანიზმში ნატრიუმის ნაკლებობას აფიქსირებს.