ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა, თურქული კომპანია „SISER“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანია საქართველოში კლინიკის გახსნას, სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას და სპეციალური პროგრამით სტუდენტების თურქეთში გადამზადებას გეგმავს.
„შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კომპანიის წარმომადგენლები თავიანთ ხედვას და კონკრეტულ წინადადებებს თანამშრომლობის თაობაზე, უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენენ“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა.
კომპანია „SISER“-ი სამედიცინო აპარატურას აწარმოებს და მას 40- მდე ქვეყანაში აქვს გახსნილი წარმომადგენლობა.