ქალის მიმზიდველობა პირდაპირ უკავშირდება მის ასაკს და სიმსუქნეს, - აცხადებენ მეცნიერები. მათ შექმნეს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა „ყველაზე მიმზიდველი“ წონის ინდექსი (22,8 - 24,8).
მათემატიკური მოდელით განსაზღვრული ინდექსისადმი დამოკიდებულება პრაქტიკაში ცოტა განსხვავებული აღმოჩნდა. აზიის, აფრიკის და ევროპის ქვეყნების 1300 მამაკაცის უმრავლესობამ, რომელთაც 21 სხვადასხვა სიმსუქნის ქალბატონის ფოტოსურათი აჩვენეს, ყველაზე მიმზიდველად ის ქალბატონები დაასახელეს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 19-ზე ნაკლებს შეადგენდა.
აღმოჩნდა, რომ ამ “შეცდომას“ თავისი ახსნა აქვს. გამოკითხულები ზუსტად ვერ საზღვრავდნენ ფოტოსურათზე გამოსახული გოგონებისა და ქალების ასაკს. ისინი მიჩნევდნენ, რომ „რაც უფრო მსუქანია, მით ასაკოვანია“.
ამის შემდეგ, მკვლევარებმა კიდევ უფრო დახვეწეს ექსპერიმენტი და მასში ასაკის პარამეტრი შეიტანეს, რის შემდეგაც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ყველაზე მიმზიდველი ქალის სხეულის მასის ინდექსი გახდა 17-20 , რომელიც დამახასიათებელი გოგონებისთვის 18 -20 წლის ასაკში.
კვლევების ავტორების აზრით, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელია მაღალი რეპროდუქტიულობა და ავადმყოფობის დაბალი დონე.