29-30 აგვისტოს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.
აჭარის რეგიონის მოსახლეობას ადგილზე კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული კარდიოლოგები სოფიო წიქარიშვილი და ნატა გუჯაბიძე გაუწევენ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს კარდიო ექოსკოპიური კვლევაც ჩაუტარდებათ. ექიმებთან მიღება 11:00 სთ-ზე დაიწყება და 18:00 სთ-მდე გაგრძელდება.
სამედიცინო კონსულტაციაზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05