გამოთვლილია იდიალური ასაკი ბავშვის გაჩენისთვის. შესაბამისი კვლევები ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.
სპეციალისტებმა შეიმუშავეს ”ნაყოფიერების გამომთვლელი” და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გოგონები 20 წლის დადგომის შემდეგ უნდა დაფიქრდნენ შთამომავლობის გაგრძელებაზე. ოპტიმალური რეპროდუქციული ასაკი 23 დან-32 წელი. ამტკიცებენ მეცნიერები.
თუ კი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები პირველ ბავშვს 23 წლის ასაკამდე გააჩენენ, მაშინ შანსი იყოლიონ სამი შვილი 90%-ით მატულობს. შანსი გახდე მრავალშვილიანი დედა 30 წლის ასაკში საკმაოდ დაბალია. დიდ ბრიტანეთში ქალები პირველად მშობიარობენ უპირატესად 35-40 წლის ასაკის პრიოდში. ამიტომაც ბევრ მათგანს მხოლოდ ერთი შვილი ყავს.
მეცნიერებმა აგრეთვე დაამსხვრიეს პოპულარული მითი იმის შესახებ, რომ გვიან დაბადებული ბავშვი უფრო წარმატებული იქნება. ჩვენს რეალობაში, ცოლქმარი ცდილობს ახალგაზრდულ ასაკში აიწყოს კარიერა, ხოლო ბავშვის გაჩენას შემდგომისთვის გეგმავენ.
კვლევებში მონაწილეობა 58 ათასმა გოგონამ მიიღო.