პარლამენტმა მთელი დღის განმავლობაში კვორუმი ვერ შეაგროვა, რის გამოც პლენარული სხდომა ჩავარდა და ვერ შედგა. სხდომის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ აღნიშნული ფაქტი თბილისში დაგეგმილ ,,ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” ფორუმს დაუკავშირა რომლის მომზადების პროცესში ბევრი დეპუტატი მონაწილეობს. კობახიძის განცხადებით ასევე კანონმდებლების ნაწილი მივლინებაშია რის გამოც კვორუმის შეგროვება ვერ მოხერხდა.
კობახიძის განცხადებით მორიგი პლენარული სესია15 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.