თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ საწარმოში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საწარმოს ეზოში სავარაუდოდ CO-ს რეზერვუარი აფეთქდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.