ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავალი 100 ათასი ლარიდან იწყება.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.
„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, დაჩქარებული წესით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადზე 40-ათასლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი შენარჩუნდება 100 ათასი ლარის და მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე. ამით 81 ათას პირს გაუუქმდება ქონების გადასახადი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.