,,თავისუფლი დემოკრატების” წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, თამარ კორძაიას ღირებულებებიდან გამომდინარე გასაკვირი ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრად დარჩა და არა ის, რომ დეპუტატმა ფრაქცია ,,ქართული ოცნება” დატოვა.
„ის, რომ ამდენი ხანი დარჩა ,,ქართულ ოცნებაში”, ფრაქციაში, სადაც იყო აბსოლუტურად მისთვის შეუთავსებელი ღირებულებები, უფრო გასაკვირია, ვიდრე ის, რომ დატოვა. ვიცნობ თამარ კორძაიას და მიკვირს, საერთოდ, რომ დარჩა უმრავლესობის წევრად,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ თამარ კორძაიამ ფრაქცია ,,ქართული ოცნება” საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა და ,,რესპუბლიკელებში” გადავიდა.
მისი თქმით, ეს ფრაქცია მასთან უფრო ახლოსაა ლიბერალური ღირებულებების ნაწილში.