თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევების შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ წმინდა პარტიულ, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებს.
,, მე როდესაც არ ვიყავი თავდაცვის მინისტრი, რეიტინგებზე კომენტარს არც მაშინ ვაკეთებდი. განსაკუთრებით, როდესაც თავდაცვის მინისტრი ვარ, ასეთ წმინდა პარტიულ, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს არ გავაკეთებ," - განმარტა თავდაცვის მინისტრმა. ," – აცხადებს ხიდაშელი.
,,ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არცერთ პარტიას არ ანიჭებს უპირატესობას ან არ იცის, თუ ვის უჭერს მხარს. მოსახლეობის მხოლოდ 21 პროცენტმა დაასახელა ,,ქართული ოცნება”, როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია და 13 პროცენტმა კი - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
ყველაზე მოწონებადი საჯარო პირები საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II (87 პროცენტი), საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (52 პროცენტი) და ოპოზიციური პარტიის, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია (51%) არიან. რაც შეეხება სხვა საჯარო პირებს, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ან უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ოფიციალურ თანამდებობაზე (30 პროცენტი) ან საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში (41 პროცენტი). გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტს სურს, რომ იგი პოლიტიკური გადაწყვეტილებიების მიმღები პირი იყოს და ამასთან არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.