დღეიდან, ვარშავაში მყოფი საქართველოს პრეზინდეტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ შეხვედებს იწყებს.
დაგეგმილია საქართველოსა და პოლონეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა.
გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის სეიმის მარშალს რადოსლავ სიკორსკის. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართება.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი გახსნის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავკასიურ სესიას.
ქვეყნის პირველი პირი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში 5 დეკემბერს დაბრუნდება.