დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, აფხაზეთის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანზე მიტინგი გაიმართა, რომელზეც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ,, თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების დადების მომხრეები შეიკრიბნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგზე დაახლოებით სამი ათასი ადამიანია შეკრებილი.
ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას მიერ სოჭში დოკუმენტზე ხელმოწერას აფხაზი მომიტინგეები სოხუმის ცენტრში საზეიმო განწყობით ელოდებიან.