ოკუპირებულ აფხაზეთში გართულებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხების განსახილველად სოხუმში სამრთალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. შეკრებას ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა ხელმძღვანელობდა.
მან თავის ხელქვეითებს, თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე მკაცრი რეაგირება და ვითარების მართვის სადავეების ხელში აღება მოსთხოვა.
,,ჩვენ ამ სადავეებს ხელიდან არ გავუშვებთ და ვითარება არ იქნება ისეთი, როგორიც ერთი ან ორი კვირის წინ იყო. "- აღნიშნა მან.
მისი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა სოხუმის ქუჩებში რეგულარული რეიდები იმართება, მაგრამ მიუხედავად კონტროლის გამკაცრებისა, არც ნასვამი მძღოლების რაოდენობამ იკლო, არც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებმა და არც ავტოსაგზაო შემთხვევებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობას ჯერ კიდევ რთულია და ასე ერთბაშად მისი გამოსწორდება ძნელია. თუმცა, სამართალდამცავების შემდგომი ქმედებები სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
,,შემიძლია თუ არა, ვთქვა, რომ საკურორტო სეზონის დაწყებისთვის სოხუმი კანონს დაქვემდებარებული ქალაქი გახდება?" - ჰკითხა ლოლუამ შეხვედრაზე შეკრებილ თანამშრომლებს, რაზეც ქალაქებისა და რაიონების მილიციის განყოფილებების უფროსებმა თანხმობა ერთხმად განაცხადეს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში შინაგან საქმეთა ორგანოები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრ ბესლან ბუთბასა და აფხაზ მილიციელებზე თავდასხმა განხორციელდა.