ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მოკლულია ,,ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ აშ-შიშანი.
,,ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც თავის თავს აშ-შიშანს უწოდებდა, მოკლულია. ასე მოუვა ყველას, ვინც რუსი და ჩეჩენი ხალხის მიმართ მტრობას ჩაიდებს გულში. ასე მოუვა ყველას, ვონც მუსულმანთა სისხლს დაღვრის. ალაჰ აკბარ." - დაწერა თავისი ინსტაგრამოს გვერდზე რამზან კადიროვმა.
ის არაფერს ამბობს ომარ აშ-შიშანის სიკვდილის დეტალებზე.
შეგახსენებთ, რომ ომარ აშ-შიშანი ოქტომბერში რუსეთზე თავდასხმით იმუქრებოდა.
საგენტო ,,ბლუმბერგის" ცნობით, თავის მიზნების შესახებ მან მამამისთან სატელეფონო საუბარში ილაპარაკა.