ევროკავშირისა და ევროპარლამენტის ორგანიზებით, ქართველი სპეციალისტები შესაწავლიან, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა, რომ შემდგომ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში სურსათის ექსპორტის განხორციელება.
აღნიშნულ სწავლებას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს შევედი ექსპერტი მატი ლამპი ჩაუტარებს. ევროკავშირი მოითხოვს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მაღალი კომპეტენციას.
ასევე ევროკავშირის ქვეყნები მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს უყენებს მარალ სტანტდარტებს იმისთვის, რათა მათ უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა, ობიექტურობა და ადეკვატურობა. მაკონტროლებელი ორგანოს თანამშრომლებს უნდა გააჩნდეთ ღრმა ცოდნა სხვადასხვა საფრთხეების ( ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკური) შესახებ, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს სურსათისა და ცხოველის საკვების ჯაჭვში. სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ გაყალბების მცდელობების აღმოჩენა სურსათის და ცხოველთა საკვების წარმოების და მარკეტინგის, ცხოველური და მცენარეული წარმოების და ვაჭრობის გაკონტროლება, რაც მულტიდისციპლინარულ მიდგონას საჭიროებს.