თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მოქმედ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პუშკინის ქუჩაძე ესტაკადის მშენებლობა, არა ორი მილიონი, არამედ, მინიმუმ, 15-25 მილიონი ლარი დაჯდება.
,,ასეთი სიგრძისა და კონსტრუქციის ესტაკადა 2 მილიონი ვერ დაჯდება, მითუმეტეს, ქვემოთ დიდი კოლექტორია. ამ ესტაკადის ფასი მინიმუმ 15-25 მილიონის ლარის ფარგლებში იქნება", - განაცხადა უგულავამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აუცილებლად აშენდება, რომლის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყება. არსებული ინფორმაციით, ესტაკადის მშენებლობა, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაჯდება.