ამინდის გაუარესების გამო, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უწყების ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, წვიმის მიუხედავად რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია და, ჯერჯერობით, არც ერთი გამოძახება დატბორვის გამო არ დაფიქსირებულა.
,,უკვე ორი დღეა საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ამ დროისთვის აჭარის რეგიონში სტაბილური ვითარებაა როგორც მთაში, ასევე ბარში. წუხელ შავ ზღვაში ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რასაც ნგრევა არ მოჰყოლია. ჟერჯერობით დატბორვებზე გამოძახება არ გვქონია, რადგან პერიოდულად წვიმს და წყალი ასწრებს კოლექტორების საშუალებით ზღვაში გასვლას. ასევე კოლექტორებთან დაყენებული გვყავს მძიმე ტექნიკა, რომლებიც ინტენსიურად წმენდავენ არხებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მამუკა თურმანიძემ.