დღეს 11:00 საათზე აჭარის მთავრობის აპარატში ამინდის კვლავ გაუარესების შედეგად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე ხელმძღვანელობდა. სხდომას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე, მერიის სამსახურის, საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ბოლო ინფორმაციით რეგიონში შედარებით სტაბილური მდგომარეობაა. ქედის მუნიციპალიტეტის ოსფელ დოლოგანში ადიდდა მდინარე და რამოდენიმე ოჯახს მიაყენა ზიანი. წაიღო საკარმიდამო ნაკვეთი. საბედნიეროდ ქალაქის ტერიტორიაზე არ მომხდარა დატბორვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული მოვლენები, თუმცა სახლები არ დაუზიანებია. აჭყვისთავში გზის ჩაკეტვის შედეგად რამოდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარემოს. ჩვენ ყველა რესურსი მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ დროულად აღმოვფხვრათ პრობლემები. ამ ეტაპზე ზარალი არ არის დათვლილი", აცხადებს ნუგზარ სურმანიძის განცხადებით: