13 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის „ მე ვხედავ მზეს" პრემიერა გაიმართება. პრემიერას საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.
ნოდარ დუმბაძის ყველასათვის საყვარელ ნაწარმოებს „ მე ვხედავ მზეს" რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. სპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას.
გიგა ლორთქიფანიძის და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი ტანდემი სპექტაკლით „ მე ვხედავ მზეს" მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1962 წლის 30 ნოემბერს შედგა. მომდევნო წლებში, გიგა ლორთქიფანიძის რედაქციით აღნიშნული სპექტაკლი მოზარდმაყურებელთა თეატრში , რეჟისორმა შალვა გაწერელიამ დადგა.
„ მე ვხედავ მზეს" მოზარდმაყურებელთა თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპექტაკლია. მასში 74 მსახიობი მონაწილეობს. მათ შორის: ნინო ლორთქიფანიძე, ბერტა ხაფავა, პალიკო ნოზაძე, ნიკა ფაიქრიძე, ნუგზარ ყურაშვილი, ხატია მელქაძე, კახა ჭოლაძე, გია გოგიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები