დღეს, 4 ივნისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში მარინე ჭილაშვილთან შეხვედრა გაიმართება ციკლიდან „მთარგმნელები მწერალთა სახლში".
საღამოზე მთარგმნელი წაიკითხავს ფრანგი პოეტების მიერ მიერ ნათარგმნ ლექსებს, მათ შორის: თეოფილ გოტიეს, პოლ ვერლენის, გიიომ აპოლინარის, პოლ ელუარისა და პოლ ფორის ლექსებს, ასევე რუსულიდან ნათარგმნ სერგეი ესენინისა და ალექსანდრე პუშკინის ლექსებს.
მარინე ჭილაშვილს ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს ჟიულ რენარის „ბუნების ამბები", შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირები", რიშარ ფავრის „მავანთა ამბები", შარლ ბოდლერის „პოეტური პროზა", ალბერ კოენის „დედაჩემი". გამოსაცემად მზადაა და სულ მალე გამოვა შარლ ლუი მონტესკიეს „სპარსული წერილები".
საღამოს გაუძღვება ცაცო კოტეტიშვილი.