დღეს, 2 ივნისს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული კონკურსის „მომავლის მწერალი" გამარჯვებულების დაჯილდოება.
დაჯილდოების ცერემონიას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, კონკურსის ჟიურის წევრები და მონაწილეები, მწერლები, გამომცემლები და რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან.
კონკურსი „მომავლის მწერალი" საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდის „საზოგადოებრივი თანადგომა" ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები