საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში დასრულდა.მინისტრი ვილნიუსში ლიტვის კულტურის მინისტრის, შარუნას ბირუთისის მიწვევით იმყოფებოდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ლიტვის ისტორიულ დედაქალაქ თრაქაიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიტველ კოლეგასთან ერთად დაესწრო.
ლიტვაში საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილ დღესასწაულს ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესი, სხვა ოფიციალური პირები და ლიტვის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესტუმრენ. საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ბალტიისპირეთის ქვეყნებში საგასტროლოდ მყოფმა ანსამბლ „ქართული ხმების" წევრებმა გაალამაზეს.