3 ივნისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში გიორგი კუხალაშვილის გამოფენა სახელწოდებით ,,ბოხოხიანი კაცი" მოეწყობა.
გამოფენის ძირითადი კონცეფცია, ავტორის მიერ პერსონაჟის მრავალფეროვნების ძიებაა. ეს ფიგურა გახლავთ „ბოხოხიანი კაცი" რომელიც მის ყოველ ნამუშევარში იკითხება ცალკეულ მოტივად - იგი ერთდროულად შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც, მითოლოგიური, ყოფითი თუ მისტიური.
გიორგი კუხალაშვილის ნამუშევართა სერიაში იკვეთება მხატვრის დამახასიათებელი ხელწერა და მისი ინდივიდუალიზმი. მთავარი პერსონაჟი მოგზაურობს ავტორის ნახატებში სხვადასხვა შეფერილობით, კოსტიუმებით, სარკასტული მიმიკებით, თეატრალური მანერულობით და მუდამ უკმაყოფილო სახით. მიუხედავად ყველაფრისა, „ბოხოხიანი კაცი" მკვეთრად ინდივიდუალური პერსონაჟია, რომელიც ავტორის მუზას - მის პედაგოგს და მეგობარს აერთიანებს საკუთარ თავში.