სახელმწიფო აუდიტი პოლიტიკური პარტიების ფინანსურ დეკლარაციებს აქვეყნებს. რომლის 3- კვირიანი პერიოდი 14 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით დაანგარიშდა.
დეკლარაციების მიხედვით, დროის ამ მონაკვეთში "ქართულმა ოცნებამ", შემოწირულობის სახით, ორ მილიონამდე ლარი მიიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულობამ სამკვირიან პერიოდში 6 ათასამდე ლარი შეადგინა. დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, შემოწირულობა არ მიუღიათ.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით მოხდა ის, რომ "მაფიოზა მილიარდერმა" ბიძინა ივანიშვილმა არ იკმარა იმ მცირე საბიუჯეტო დაფინანსების წართმევა, რასაც პარტია ცენტრალური ოფისის შესანახად იღებდა და გააფრთხილა ბიზნესის ყველა სტრუქტურა.
" წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ემუქრებათ ფინანსური პოლიცია, რევიზიები და სხვადასხვა რეპრესიები, რაც ძალიან კარგად ეხერხება ხელსუფლებას,"- თქვა
ნათელაშვილმა.
"ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის აზრით, დაუჯერებელია, რომ ადგილoბრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოს მოსახლეობამ 2 მილიონი შეწირა იმ პარტიას, რომლის უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას. "სამწუხაროდ, ის ტენდენცია, როდესაც ადამიანებს და განსაკუთრeბით, ბიზნესმენებს ეშინიათ შემოწირულობების დაფიქსირება, მაინც შენარჩუნებულია,"-აღნიშნა მან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, პავლე კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ არასამთავრობო ორგანზაციები და სამოქალaქო სექტორი ჩაიხედავს ამ დაფინანსების სპეციფიკაში, გადაამოწმებენ შემომწირველის ვინაობას, გაარკვევენ, ხომ არ მოხდა ისე, რომ წინასწარ პრემიები დარიგდა.