კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის 35-მა წევრმა დღეს პარტიის რიგები დატოვა და ეროსი კიწმარიშვილის "ჩვენი საქართველოს" რიგებს შეუერთდა.
პარტიიდან წასულმა წევრებმა რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის, ამირან ბიწაძემ განაცხადა, "ჩვენი საქართველოს" მერობის კანდიდატ ეროსი კიწმარიშვილს უჭერს მხარს, "ქართული ოცნებიდან" წასვლა კი, პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო გადაწყვიტა.
" გაბრაზებული კი არა ვარ, უბრალოდ ჩემთვის მიუღებელია ის ქმედებები, რაც ხდება საქართველოში და კერძოდ რუსთავში, მე ამ ქალქში ვცხოვრობ და ჩემთვის ეს ყველაფერი სულ ერთი არ არის. ეროსი კიწმარიშვილმა დამარწმუნა, იმაში, რომ ის უფრო სწორი გეგმით მოდის და ხედავს ჩემს რუსთაველობას", - განაცხადა ამირან ბიწაძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" რუსთავის ორგანიზაციის ახლა უკვე ყოფილი თავმჯდომარე გოჩა ომაიძე აცხადებს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" რიგები 35 წევრმა დატოვა, ისინი კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიების წევრები იყვნენ.
განცხადება გააკეთა ასევე ,,სახალხო პარტიის" რუსთავის მერობის კანდიდატმა გოგიტა მელიქიძემ. მისი თქმით, რუსთავის მერობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარს ამბობს და საკუთარ კანდიდატურას ეროსი კიწმარიშვილის სასარგებლოდ ხსნის.