უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული რეფედერენდუმის შედეგებს „ფარსი" უწოდა. ტურჩინოვი მის ჩამტარებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა.
„ის ფარსი, რომელსაც სეპარატისტები რეფერენდუმს უწოდებენ, სხვა არაფერია თუ არა მკვლობების, ადამიანების წამებების, გატაცებებისა და მძიმე დანაშაულებების დაფარვის მცდელობა, რომელსაც იქ აქვს ადგილი",_ აცხადებს ტურჩინოვი და აღნიშნავს, რომ ფსევდორეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ არის ორგანიზებული, რომლის მიზანია უკრაინაში არსებული მდგომარეობის დესტაბილიზება, არჩევნების ჩაშლა და უკრაინის ხელისუფლების დამხობა.
„ამ პროპაგანდუსტულ ფარსს გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა სხვა არავითარი შედეგი არ ექნება",_ განაცხადა ტურჩინოვმა და ხაზგამით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ტერორისტებთან და დივერსანტებთან ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები