უკრაინული პარტია „უდარ"-ის ლიდერი ვიტალი კლიჩკო კიევის მერობაზე კენჭს იყრის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ კლიჩკომ პარტიის ყრილობაზე გააკეთა.
„მე მივიღე გააზრებული გადაწყვეტილება - კენჭი ვიყარო კიევის მერის არჩევნებზე",_ განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, მას სურს კიევი ნამდვილ ევროპულ ქალაქად აქციოს, ვინაიდან სწორედ კიევიდან იწყება რეფორმები.
„ყველა რეფორმა ქვეყანაში დედაქალქიდან იწყება",_ აცხადებს კლიჩკო.