უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერის - „საგარეო ურთიერთობების“ – გახსნას მხარი დაუჭირეს.
კლასტრის გახსნის ოფიციალური გადაწყვეტილება 14 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირის გენერალური საქმეთა საბჭოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
„მეექვსე კლასტერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ გლობალურ უსაფრთხოების გარემოში. ის მოიცავს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ვაჭრობას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას, ასევე უკრაინის დაახლოებას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან,“ - განაცხადა კაჩკამ.