თბილისის საქალქო სასამართლომ სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას და ყოფილ პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრს მიხეილ ძაძამიას წინასწარ პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილ გამგეს ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით არის დაკავებული ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია.
მასალის გამოყენების პირობები