კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გვიან ღამით ადვოკატებმა მოინახულეს.
ადვოკატების განცხადებით, პროკურატურა მათზე ზეწოლის საშუალებით ცდილობდა, ახალაიების წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ.
"დაკავებულები აცხადებენ, რომ არსებითად დაირღვა მათი უფლებები. სასამართლოს განჩინებები შეადგინეს პროკურატურაში, მაგრამ სინამდვილეში ისინი დააკავეს და თავისუფლება აღუკვეთეს იმ ადგილებში, სადაც იმყოფებოდნენ, ეს პროცესუალური დარღვევაა. ჯერ არც მტკიცებულებები გადმოუციათ და არც ბრალი წარუდგენიათ, აქედან გამომდინარე საქმის დეტალები უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ საქმე ნავთლუღის სპეცოპერაციას უკავშირდება", - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილი.
ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით ქარდავასა და მაზმიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
გამოძიება მათ 2006 წელს ნავთლუღის ბაზართან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას ედავება.