კუდ-ის ყოფილი უფროსი, ლევან ქარდავა და კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი მაზმიშვილი დააკავეს.
ყოფილ მაღალჩინოსნებს, თბილისის პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ადვოკატ რომეო საჯაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ნათლუღის ბაზართან ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე იყვნენ დაბარებულები პროკურატურაში.
დაკავებულები თბილისის მთავარ სამმართველოში გადაყავთ.