გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში სამი ნიღბიანი მაისურაძეების ოჯახს თავს დაესხა.
ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა წინააღმდეგობის გაწევის დროს ერთი თავდამსხმელი ცივი იარაღით დაჭრა.
ბოროტმოქმედები ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა მათი დაკავება რაიონის პოლიციამ ცხელ კვალზე შეძლო.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმეს გურჯაანის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.