უცნობმა პირმა სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის დანაღმვის შესახებ აეროპორტის პოლიციას შეატყობინა. „ბალტინფოს" ინფორმაციით, ზარი საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონიდან განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 11 მარტს მოსკოვის დროით, 23:30 საათზე აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა, აეროპორტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, ზარი საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონიდან განხორციელდა. სამართალდამცავებმა აეროპორტის შენობა და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა. აეროპორტის თანამშრომლებისა და მგზავრების ევაკუაცია არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ „პულკოვოში" „ნაღმს" 5 მარტსაც ეძებდნენ, ხოლო 3 მარტს ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 5-ჯერ შევიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზარები საქართველოდან განხორცეილდა.
მასალის გამოყენების პირობები