კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, 21 წლის ბიჭი 68 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს, წინააღმდეგობის გაწევისას ბიჭმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.
„1993 წელს დაბადებული მამაკაცი გაუპატიურების მიზნით თავს დაესხა 1946 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალბატონს. ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მამაკაცმა ცივი იარაღით რამდენიმე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. მან განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და მიიმალა. სამართალდამცავებმა მამაკაცი რამდენიმე საათში იმავე სოფელში დააკავეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა შორენა ჯახუამ.
მისივე თქმით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 19 - 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.