უკრაინაში შექმნილი კრიზისის დარეგულირების გეგმის პროექტი ძალაში მანამ ვერ შევა თუ ის მაიდანთან არ შეთანხმდა. განცხადება ამის შესახებ ფრაქცია „ბატკივშინას" ლიდერმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა.
„პროექტი შემუშავებულია და ის მაიდანთან უნდა შეთანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევა ის ძალაში",_ აცხადებს იაცენიუკი.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ამ დროისათვის ოფიციალურად დაღუპულია 77 აქტივისტი.